ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება „ფეინთბოლის“ ტურნირზე
26-10-2022
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეთა გუნდმა მშობლიური სკოლა „ფეინთბოლის“ ტურნირზე ასახელა.

ტურნირი სოფელ პერევისაში, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც სხვადასხვა საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრში წარმატება ჭიათურის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ტურნირში გამარჯვებული გუნდები საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

„ფეინთბოლის“ ტურნირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203