აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლის, ვასილ დუმბაძის წარმატება izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში
26-10-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის ბეჯითი მოსწავლე ვასილ დუმბაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული. 

მოსწავლე მამოტივირებელ, შემეცნებით და განმავითარებელ ტესტებს წარმატებით ასრულებს.

ამჯერად, ვასილ დუმბაძემ izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში მოიპოვა წარმატება. მან ოლიმპიადაში izrune.ge-ს​ სერტიფიკატი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203