თხილნარის N2 სკოლის სამმა მოსწავლემ izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა
26-10-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არაინ ჩართულნი. 

მოსწავლეები მამოტივირებელ, შემეცნებით და განმავითარებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - ლანა დევაძემ, ლიკა ტუნაძემ და დემეტრე არძენაძემ izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში მოიპოვეს წარმატება. მათ izrune.ge-ს​ პირველი ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203