„განძის მაძიებლები“- ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო აქტივობა
26-10-2022
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო, შემეცნებით და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, მარიამ რობაქიძის ხელმძღვანელობით აქტივობა - „განძის მაძიებლები“ განახორციელეს. 

ბავშვებმა განძის აღმოსაჩენად სპეციალურ კითხვებს გასცეს პასუხი.

​„მოსწავლეები კითხვებზე პასუხის გაცემით გაყვნენ განძის მიმართულებით მონიშნულ გზას. ჩვენმა პატარებმა წარმატებით განახორციელეს აქტივობა და მიაგნეს განძს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203