„ფრთხილად, არ გახდე ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან გამავრცელებელი!“- ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდნენ
26-10-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან და ინფორმაციულ კვირეულებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდა. X კლასის მოსწავლეებმა  ინგლისურ ენაში ქეთევან დევნოზაშვილის ხელმძღვანელობით არაციფრული პლაკატი შექმნეს.

კვირეულის მიზანი გახლდათ, თუ როგორ აღმოვაჩინოთ და გადავამოწმოთ ყალბი ინფორმაცია.

მოსწავლეებმა გაანალიზეს და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

  • მედიაწიგნიერების როლი თანამედროვე საზოგადოებაში;
  • დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენა;
  • როგორ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია;
  • მოიძიეს ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზები.
ბავშვებმა ასევე სლოგანი - „ფრთხილად, არ გახდე ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან გამავრცელებელი!“ შეიმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში ბავშვებმა ყალბი ინფორმაციის შესახებ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203