ვალის N4 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდა
26-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან კვირეულებს ყოველთვის აქტიურად უერთდება.

ამჯერად, მოსწავლეები მედიაწიგნირების კვირეულს შეურთდნენ. ბავშვებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და გააკეთეს პრეზენტაციები ქართულ, ინგლისურ, რუსულ და სომხურ ენებზე.

მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ ეხმარება მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნების განვითარებას და როგორ უნდა გაარჩიონ გამოგონილი ამბავი ნამდვილისგან.

„ყალბი ამბები კაცობრიობისთვის უცხო არ არის, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური მედიის შექმნან, ყალბი ამბების გავრცელების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. 

მედიაწიგნიერების კვირეულის ჩატარების მიზანიც ხომ სწორედ სკოლებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა, რადგან სასკოლო ასაკის მოზარდები უფრო დაუცველები არიან დეზინფორმაციის მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203