ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მაკეტი მიუძღვნეს
25-10-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა აქტივობა შემოდგომასთან დაკავშირებით განახორციელეს. მათ შემოდგომის მაკეტი - ფოთლების ხალიჩა დაამზადეს, რომელზეც სოკოებია დატანილი. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმატებთ წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203