თბილისის N142 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
26-10-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლის პირველკლასელები „ანბანის შემობრძანებას“ დიდი სიხარულით შეხვდნენ.

პირველკლასელებმა „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში დიდი ინტერესით შეაბიჯეს. 

ანბანის სწავლის დაწყება ბავშვებს ნამდვილ დღესასწაულად პედაგოგებმა: მანანა ხულუზაურიმ, ელენე ბასილიძემ, მაია ლაბუჩიძემ და ანა სხირტლაძემ უქციეს.

„მათ ირწმუნეს, რომ ანბანით შეძლებენ ცხოვრების მწვერვალების დალაშქვრასა და სიბრძნის ზღვაში მოგზაურობას.

ემოციური იყო პირველი ასო-ბგერების გაცნობა: წაკითხვა, გაფერადება, დაწერა და გამოძერწვა.

მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა: ლექსები, ანდაზები, გამონათქვამები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს საკლასო ოთახები განსაკუთრებულად გაფორმებული დახვდათ, რამაც მათი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203