ერკეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდა ქიმიკოსებმა მოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26-10-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარინე თოდრიას ხელმძღვანელობით, მოლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „მოლი - ნივთიერების რაოდენობა“, დაამზადეს კუბი „ავოგადროს კანონი“, ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტული ცდები, გამოთვალეს ნივთიერების რაოდენობა მოლების რაოდენობის გათვალისწინებით, იანგარიშეს მოლეკულათა რაოდენობა, მასა და მოცულობა.

მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ, რომ მოლის დღე ​ქიმიკოსების მიერ ყოველი წლის 23 ოქტომბერს, დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203