ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა ეკოსისტემის მოდელი შექმნეს
26-10-2022
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების საგაკვეთილო მასალის - „მოდელირება“ შესწავლისას შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო და ეკოსისტემის ხელოვნური მოდელი შექმნეს.

მეექვსეკლასელბმა გამოიყენეს: ხელოვნური და ბუნებრივი ქვები, ნიჟარები, ხის ტოტები, ფოთლები და ხელოვნური ყვავილები. მოსწავლეებმა საკმაოდ ტევადი და მოსახერხებელი აკვარიუმი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების მიერ შექმნილი მოდელის შეცვლა წელიწადის დროების მიხედვით შესაძლებელია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203