დაბა სურამის N1 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ თანასკოლელებს მედიაწიგნიერების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა
26-10-2022
მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 25 ოქტომბერს მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ და შემეცნებითი აქტივობის ფონზე აღინიშნა.
მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და კომპეტენციების გაზრდის მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ლუკა ლოლაძემ მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ლუკა ლოლაძის პრეზენტაციას დიდი ინტერესით უსმენდნენ და არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს