ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა მხატვრული ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს
26-10-2022
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვები სხვადასხვა საინტერესო თემებზე ყოველთვის აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, VIIა კლასის მოსწავლეების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა.
მეშვიდეკლასელებმა სახვითი ხელოვნების პრინციპების და ელემენტების გათვალისწინებით, მხატვრული ნამუშევრები არგუმენტირებული მსჯელობით კლასში წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პრეზენტაციებზე დიდი ხალისით და მონდომებით იმუშავეს.