ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში „მხიარული შეჯიბრება“ გაიმართა
25-10-2022
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, VIIა და VIIIა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით „მხიარული შეჯიბრება“ გაიმართა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ლოგიკურ კითხვებს წარმატებით უპასუხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.