დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგთა გაკვეთილებს საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დააკვირდნენ
26-10-2022
მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში არიან ჩართულნი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მე-2 კლასის პედაგოგ დოდო კაკიაშვილის და მე-6 კლასის მასწავლებლის, მაია მღებრიშვილის ჩატარებულ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ტრენერი დააკვირდა.

პედაგოგებმა მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილები შესთავაზეს, რომლებიც მრავალფეროვანი და მიზნობრივი აქტივობებით იყო გაჯერებული.

ბავშვები მასწავლებლების შეთავაზებულ თითოეულ აქტივობაში ხალისით იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემების მიხედვით დაამზადეს პლანეტების მოდელები და გააკეთეს სხვადასხვა სახის ჩანახატი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203