„ღვინის სამშობლო საქართველო“- აჭყვას საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
26-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვები საინტერესო პროექტებზე ყოველთვის ხალისით მუშაობენ.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ღვინის კვირეულთან დაკავშირებით პროექტი თემაზე - „ღვინის სამშობლო საქართველო“ მოამზადეს.

პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურს პედაგოგი ირინე გორგაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა გუნდის კაპიტანთედო ხალვაშთან ერთად დავალებები გაინაწილეს.

I ჯგუფს კედლის გაზეთის მომზადება დაევალა, II ჯგუფმა ბუკლეტების დამზადება, ხოლო III ჯგუფს სკოლის ეზოში ვაზის დარგვა.

კაპიტანმა, თედო ხალვაშმა საინტერესოდ ისაუბრა, თუ როდის ჩაეყარა ვაზს საფუძველი საქართველოში, ასევე განიხილა ქართველთა ტრადიციები, რომელიც ვაზსა და ღვინოს უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203