აჭყვას საჯარო სკოლის პირველ კლასში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
25-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო აქტივიბებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა. 

„შემოდგომის ზეიმის“ მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სახალისო შეჯიბრი -„შემოდგომის გამოცანები“ მოაწყვეს. მონაწილეს ყუთში ჩალაგებული, შემოდგომის თემატიკაზე დაწერილი სიტყვები და ფოტოები უნდა ამოეცნო.

გარდა ამისა, ბავშვებმა საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებით მორთეს.

აქტივობის ხელმძღვანელი პირველი კლასის დამრიგებელი მაკა აბუსელიძე იყო, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავს. 
 
„დიდი მადლობა ამ ლამაზი დღისთვის პირველი კლასის დამრიგებელს, მაკა აბუსელიძეს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203