ღარის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
26-10-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და საანბანო პერიოდის დაწყება პატარებს დღესასწაულად უქცია. მასწავლებელმა ბავშვებს სპეციალურად ამ დღისთვის თემატურად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა და პირველკლასელებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203