ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი, მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი
25-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობების ფონზე მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი დირექტორის მ/შ-ს ნათია აბულაძეს ხელმძღვანელობით სრულად ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმართება.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის პირველივე სემესტრში სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა. მათ შორის, 14 ოქტომბერს იყო მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები და სკოლას ამჟამად თვითმმართველობის ახალი ხელმძღვანელი ქრისტინე სამანიშვილი გახლავთ.

სკოლა ასევე, აქტიურად Usaid-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან აქტიურად თანამშრომლობს. ასევე, პედაგოგ სოფიო ხეცაძის ხელმძღვანელობით სამოქალაქო განათლების კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს.

ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ მოსწავლეთათვის საინტერესო საგნების შეთავაზებას, რათა სწავლისადმი მოტივაცია კიდევ უფრო გაუძლიერდეთ. აქედან გამომდიანარე არჩევით საგნად მეწარმეობის საფუძვლები ისწავლება. შესაბამისად, მე-11 კლასის მოსწავლეები აფარომალურ განათლებაში აქტიურად არიან ჩართულები და სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე მუშაობენ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სკოლაში პირველკლასელებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაზეც განსაკუთრებულად ზრუნავენ.

პირველკლასელებისთვის „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა, რომლის მეშვეობით ბავშვებმა ქართული ასოების შესწავლა სადღესასწაულოდ დაიწყეს. პირველკლასელებმა დამრიგებელ ხათუნა გვენეტაძის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვითი ღონისძიებების კვირეულში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სამოქალაქო კლუბმა ჩაატარა.

სკოლის მრავალფეროვანი ცხოვრება ასევე ინტელექტუალური თამაშების სიუხვითა და ლამაზი ღონისძიებებითაც გამოირჩევა.

სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. ასევე მოეწყო საშემოდგომო გამოფენა. 

მიმდინარე კვირას კი მედიაწიგნიერების კვირეულს ეთმობა და 27 ოქტომბერს არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. 

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობას სულმოუთქმელად ელიან, რომელიც 26 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203