საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეს თანაკლასელებმა ლამაზი დღესასწაული აჩუქეს
25-10-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლის თითოეული მოსწავლე და პედაგოგი ერთმანეთზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.

სასკოლო საზოგადოებას ერთმანეთის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი თარიღები ყურადღების მიღმა არასოდეს რჩებათ.

ამჯერად, თანაკლასელებმა და პედაგოგებმა ერთ-ერთი მოსწავლის დაბადების დღე კლასში განსაკუთრებულად იზეიმეს. იუბილარზე, ასეთმა შეხვედრამ მისი სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა და მის სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება შეემატა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სადღესასწაულო შეხვედრები მოსწავლეებს მოტივაციას კიდევ უფრო უმაღლებს და აჩვენებთ, რომ მათი სკოლა იგივე ოჯახი და ერთ მუშტად შეკრული გუნდია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203