კვათანის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
25-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალურ თამაშში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ და პედაგოგების სასახელოდ საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნეს.

​აღსანიშნავია, რომ აქტივობა მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საინტერესო და დაუვიწყარი დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203