გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
26-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ მრავალფეროვან და დასამახსოვრებელ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, 8 ოქტომბერს, პედაგოგ, ნინო გიორგაძეს ორგანიზებით, II კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსის ფარგლებში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკსა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს ეწვივნენ.
მეორეკლასელებმა ასევე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ დადგმული საბავშვო სპექტაკლი-მიუზიკლი - „ბრემენელი მუსიკოსები“ ნახეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე შთაბეჭდილებებით აღსავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს