კვათანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს
25-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ აღნიშნეს.

​პირველკლასელებმა ანბანის სწავლა განსაკუთრებულად გაფორმებულ საკლასო ოთახში დაიწყეს, რამაც ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

მოსწავლეებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგი შეუძღვათ, რომელმაც ბავშვები ქართულ ასოებს საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობებით აზიარა.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელები ანბანის სწავლას დიდი გულმოდგინებით და ენთუზიაზმით შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203