ონტოფოს საჯარო სკოლის პირველ კლასში საანბანო პერიოდის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
25-10-2022
აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის შემობრძანება“ საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

პირველკლასელები ანბანის სწავლას განსაკუთრებულად და თემატურად გაფორმებულ საკლასო ოთახში შეუდგნენ, რამაც განწყობა კიდევ უფრო აუმაღლათ.

​პირველკლასელებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგი შეუძღვათ და მოსწავლეები სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებულ სასკოლო მოგონებად დარჩება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203