„ცოდნის გზას დაგილოცავთ პატარებო“- ქსნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.
მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგ, ნატო რთველიაშვილის ხელმძღვანელობით შეაბიჯეს.
პედაგოგმა პირველკლასელებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. ბავშვებს განსაკუთრებულად გაფორმებულმა საკლასო ოთახმა საზეიმო განწყობა შეუქმნა.
„პირველკლასელებმა იმოგზაურეს ცოდნის სამყაროში და აღმოაჩინეს „დედაენის გასაღები“. ცოდნის გზას დაგილოცავთ პატარებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელები სწავლას დიდი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით უკვე შეუდგნენ.
იხილეთ ფოტოები: