სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
25-10-2022
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის შემობრძანება“ დიდი ზეიმით აღინიშნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ვარდო გორგილაძემ მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა.

​პედაგოგმა ბავშვებს განსაკუთრებულად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლათ.

პირველკლასელებმა, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა მასწავლებელთან ერთად დაიწყეს და სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203