რუსთავის N8 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლეს
25-10-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ რუსთავის N8 საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს.
სკოლას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.
მათ შსს-ს კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გამართეს. ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხზე ესაუბრნენ და მათი აზრით მოისმინეს.
ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა, შეხევდრის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.