„გეომეტრია ჩვენს გარშემო“- წალენჯიხის N6 სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი
25-10-2022
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
სკოლაში ამჯერად, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში თემაზე - „გეომეტრია ჩვენს გარშემო“ პროექტ-გაკვეთილი IV კლასში გაიმართა.
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარება იყო. პროექტს მათემატიკის პედაგოგი მაია მესხია ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ბუნებაში, სწავლა-კეთებით ჩატარდა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები და მიღებულ დავალებებს ხალისით ასრულებდნენ.