პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვალით დანახული მშვიდობა 
25-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებას საზოგადოებას მუდამ სიხარულით უზიარებენ.

ამჯერად, საზოგადოებას 3 მოსწავლის - 7 წლის ანანო მარგებაძის , 14 წლის ანანო ლოლაძისა და 11 წლის ანასტასია თამაზაშვილის ნახატებს უზიარებენ.

მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები მშვიდობის თემატიკას მიუძღვნეს.

ანანო მარგებაძემ ნახატი სახელწოდებით - „მშვიდობა მსოფლიოს“ დახატა, ხოლო ანასტასია თამაზაშვილმა ნამუშევარი - „მშვიდობა“ შექმნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203