თბილისის N178 სკოლაში მკითხველთა კლუბი „ჩირაღდანი“ და ეკოკლუბი „მწვანე ნაკვალევი“ იწყებს მუშაობას
25-10-2022

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეებია. 

2022-2023 სასწავლო წელს, V -Vl კლასების მოსწავლეებისთვის მუშაობას იწყებს მკითხველთა კლუბი „ჩირაღდანი“.

კლუბის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

  • კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავება;
  • წაკითხულის გაგება-გააზრება;
  • მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების კულტურის ჩამოყალიბება.

ასევე, სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ეკოკლუბი „მწვანე ნაკვალევი“. ეკოკლუბში VII-XI კლასის მოსწავლეები გაწევრიანდებიან.

კლუბის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

  1. მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
  3. გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის ხელშეწყობა;
  4. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

რეგისტრირებული მოსწავლეები გახდებიან ეკოკლუბის წევრები, კლუბის ფასილიტატორთან ერთად ჩაატარებენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, ​მონაწილეობას​ მიიღებენ ​​კონკურსებსა და კონფერენციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203