ქუტირის საჯარო სკოლაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე ღონისძიებით აღინიშნა
25-10-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა 24 ოქტომბერი გაეროს შექმნის დღე მოკრძალებულად აღნიშნეს.
ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრები: აკაკი რუხაძე, მაია ფეიქრიშვილი და ირინე ბენდელიანი იყვნენ.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ისაუბრეს: გაეროს მნიშვნელობაზე, კონვენციებზე, ბავშვთა უფლებებზე, მსოფლიოში დღეს არსებულ სიტუაციებზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებას ერთი წუთითაც არ ავიწყდება მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უკრაინაში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ გმირ ხალხს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა და მხარდაჭერა. ასევე, დაგმეს ოკუპაცია და ოკუპანტი რუსეთი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს