ბარდუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლის, ანანო კლდიაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო
25-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ.

ნიჭიერი მოსწავლეების სასწავლო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას სკოლაში დიდ ყურადღებას უთმობენ.

ამჯერად, სკოლა საზოგადოებას მე-6 კლასის მოსწავლეს, ანანო კლდიაშვილს აცნობს, რომელიც შესანიშნავ ნახატებს ქმნის.

სკოლის სივრცეში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ანანოს ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელმაც სასკოლო საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ანანოს კლასის ხელმძღვანელი და ამავდროულად, ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ ცქიფურიშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203