ტყიბულის N5 სკოლის მოსწავლეებმა - ნინო ჯიხვაშვილმა და თედო ჩაფიძემ izrune.ge-ს ოლიმპიადაში სერტიფიკატები მოიპოვეს 
25-10-2022

ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არაინ ჩართულნი. 

მოსწავლეები მამოტივირებელ, შემეცნებით და განმავითარებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - ნინო ჯიხვაშვილმა და თედო ჩაფიძემ izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში მოიპოვეს წარმატება და izrune.ge-ს სერტიფიკატები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203