ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-8 კლასის მოსწავლეები გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ფინალში არიან
25-10-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეები 2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალში გადავიდნენ.
დათუნა ჭურკვეიძე და ნია როხვაძე მე-8 კლასში სწავლობენ. მათ კონკურსის ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს, რაც იმას ნიშნავს რომ გამარჯვებას ერთი ნაბიჯი აშორებთ. „პროგრესელების“ გამოგონებას კონკურსზე უმაღლესი ქულები მიენიჭა. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
კონკურსის ყველა ეტაპზე მოსწავლეებს კოორდინირებას ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის STEM მიმართულების ხელმძღვანელები უტა კილასონია და მარეხ მაზანაშვილი უწევენ.
კონკურსი მერვედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება, მონაწილეებს კი ორიგინალური იდეებისა და ინოვაციების წარმოდგენა ევალებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს