ქუთაისის N16 სკოლის მეხუთეკლასელებმა ელექტრონული და ბეჭდური სასწავლო რესურსები დაამზადეს
25-10-2022
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
მათ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, სსსმ მოსწავლეებისათვის ელექტრონული და ბეჭდური რესურსები დაამზადეს. შემდეგ კი ინკლუზიური სწავლების კათედრის პედაგოგს მაგდა რაზმაძეს გადასცეს.
მეხუთეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ,
პროექტის ინიციატორი კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ზურა ხაკიანი იყო. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავს.
„ახალგაზრდა მასწავლებელი სიყვარულით მიიღო სკოლამ, მან არაერთი ინოვაციური რესურსი შექმნა ბავშვებთან ერთად, აქტიურად ატარებდა ინტეგრირებულ გაკვეთილებს კოლეგებთან. ზურა სკოლიდან წარდგენილი იყო მასწავლებლის ჯილდოზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს