მუხურის თემის საჯარო სკოლაში, ლაშა გახარიას სახელობის სააქტო დარბაზში, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
25-10-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში, ლაშა გახარიას სახელობის სააქტო დარბაზში, ნუგზარ ჟვანიას წიგნის - „მოგონებები ლაშაძე“ პრეზენტაცია გაიმართა. 

აღნიშნული წიგნი პოეტ ლაშა გახარიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწერა. ღონისძიებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა თოდუა უძღვებოდა.

მას ესწრებოდნენ მუხურელები, წიგნში მოხსენიებული პირების შვილები და ახლობლები, პოეტის მეგობრები, მეზობლები, პედაგოგები და მოსწავლე-ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოვიდნენ პოეტ ლაშა გახარიას მეგობრები, რომლემაც საინტერესო მოგონებები გააცოცხლეს. დამსწრე საზოგადოებას ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ მიმართა. 

ლექსები წაიკითხეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა ანდრია გახარიამ და ბუთა ჩიწოვანმა.

ღონისძიებამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203