მუხურჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეზრბენის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს 
25-10-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2022-ში მონაწილეობდნენ. 

მასში მოსწავლეებმა ძალიან დიდი წარმატებით იასპარეზეს და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გეზრბენში ბიჭებმა I, ხოლო გოგონებმა III ადგილი დაიკავეს. 

საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეები არიან ბიჭები - თემო რურუა, თემური კიკნაძე, ლუკა მაისაია და ზუკა კიკნაძე; გოგონები - ანი დანელია, თათია მაისაია, ია რურუა და ლანა სართანია. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203