
ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ინტელექტუალური თამაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების უშუალო ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეები ასაკობრივი კატეგორიით გაიყვნენ გუნდებად, აირჩიეს გუნდის კაპიტნები და ინტელექტუალურ შეჯიბრში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
გამოვლინდა გამარჯვებულებიც.
სკოლაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შემდგომ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: