
13 ოქტომბერს, ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ხარვეზების გარეშე, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს, პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
„მოსწავლეებმა თავისუფალ გარემოში შეძლეს თავიანთი კანდიდატების დასახელება, წარმოადგინეს საკუთარი პროექტები, თანატოლებს გაუზიარეს მოსაზრებები და გეგმები სკოლის საკეთილდღეო საქმეებში ჩართულობის შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები: