ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნერების გლობალური კვირეული გაიხსნა.
მისი მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმლი პროექტის „მედიაწიგნიერება ხელოვნების გაკვეთილზე“ ფარგლებში, მშობლიურ სკოლას ციფრული ტექნოლოგიების ტრენერი ლილი ფულარიანი ეწვია.
მან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პროექტის „მედიაწიგნიერება ხელოვნების გაკვეთილზე“ ხელმძღვანელი ნინო ზირაქაძე იყო.
„შეხვედრა ინტერაქტიული, საინტერესო აქტივობებით დატვირთული და როგორც პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათ საჭიროებებს მორგებული იყო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: