
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის Iბ კლასში, საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაციული გაკვეთილი ჩატარდა.
მას პედაგოგი ნატალია ადეიშვილი უძღვებოდა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი პირველი ნაბიჯები „აი იას” სამყაროში. ისაუბრა იაკობ გოგებაშვილზე და მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით, მწერლის სახლი უჩვენა, რომელიც სოფელ ვარიანში მდებარეობს, ასევე მისი ძეგლი და დაკრძალვის ადგილი მთაწმინდის პანთეონში. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა „დედა ენის“ გამომცემლობებზე.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა შეასრულეს. ერთ-ერთის ფარგლებში, ფურცლებზე ჩამოწერილს სიტყვებში „ი“ და „ა“ ამოიცნეს. შემდეგ კი დაფაზე, წინასწარმოცემული, ილუსტრირებული ხის ფოთლებში ჩაწერეს.
გაკვეთილის ბოლოს, მუსიკის პედაგოგის თეონა გაბედავას ხელმძღვანელობით, მოსწავლებეებმა მუსიკალური შესაძლებლობები გამოვლინეს და სიმღერა „აი ია“ შეასრულეს.
„გაკვეთილის შემდეგ პედაგოგებმა ბავშვებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს და მხიარულ ანიმატორებთან ერთად, ცეკვა-თამაშით დააგვირგვინეს დღე. დასასრულს, გაიჭრა ტორიტიც „დედა ენის“ ყდის გამოსახულებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: