ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
25-10-2022
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალას ესტუმრნენ.

ბარდნალა ლადო ასათიანის მშობლიური სოფელია. მოსწავლეები იქ პროექტის - „ქართველი პოეტების კვალდაკვალ“, პოეტის 105 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. 

ისინი მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ და თავადაც გააცოცხლეს ლადოს ასათიანის უკვადი პოეზია.

ვიზიტმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

„დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე იყო ეს დღე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. მით უფრო იმიტომ, რომ გვხვდა წილად ბედნიერება გაგვეცნო ლადო ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი, მანანა ასათიანი და მოგვესმინა მის მიერ წაკითხული მამის ლექსი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203