
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასკოლო პროექტის - „ჩემთვის, შენთვის, მისთვის“ ფარგლებში, სკოლის ეზოში ვერცხლისფერი ნაძვის ხეები დარგეს.
ბავშვებთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ: ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში ავთო ჯვარიძე.
სკოლის დირექტორმა, მარინე ასანიძემ აქციაში ჩართულობისთვის და პროექტის განხორციელებაში თანადგომისთვის, გარემოსდაცვითი ღონისძიების მონაწილეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
გამწვანების აქციის ფარგლებში დარგული ხე-მცენარეები სახელობითია.
სკოლას ვერცხლისფერი ნაძვები ადგილობრივმა ბიზნესმენმა, სოფელ აწყურის მკვიდრმა, ნუგზარ სარჯველაძემ გადასცა.
იხილეთ ფოტოები: