„უძველესი ადამიანები“​ - სავანეთის საჯარო სკოლაში საინტერესო გამოფენა გაიმართა
25-10-2022

21 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „უძველესი ადამიანები“ გამოფენა გაიმართა.

გამოფენაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი - მე-7, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.

გამოფენას ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ხელმძღვანელობდა. 

თემის პრეზენტატორი კი გახლდათ მე-11 კლასის მოსწავლე გვანცა გოგუაძე.

მოსწავლეებმა თავიანთი ფანტაზიით შექმნეს „უძველესი ადამიანების“ საცხოვრებელი ქოხები, გამოქვაბულები, გამოძერწეს სხვადასხვა ნიმუშები, გამოფენისთვის მოამზადეს ნახატები და სხვა თვალსაჩინო მასალები.

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, რომლებიც დათვალიერების მიზნით სტუმრობდნენ საგამოფენო სივრცეს და გამოხატავდნენ მოწონებას.

„ამგვარი აქტივობები, როცა მოსწავლეები კეთების პროცესში არიან ჩართულნი, უფრო მეტად საინტერესო და აქტუალურია ბავშვებისთვის, რაც მათი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, რომ გამოიჩინეს ინტერესი და აქტიური მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203