დაუვიწყარი საზეიმო გაკვეთილი სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის
25-10-2022
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველია კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა მედეა გეგეშიძემმოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მათ სიხარულით წაიკითხეს პირველი სიტყვა და პირველი წინადადება. მოსწავლეებს ანბანის შესწავლის დაწყება სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მიულოცეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„ეს პირველი დღე, პირველი გაკვეთილი ჩემს პატარებს არასდროს დაავიწყდებათ. ჯადოსნური ანბანის შემობრძანებას ლექსით და სიმღერით შეეგებნენ. იმოგზაურეს „ანბანეთში“. ბოლოს, ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ბავშვების საყვარელმა გმირმა ჯოზემ მიულოცა. ბავშვები მოულოდნელ სიხარულს ვერ მალავდნენ“,- წერს მასწავლებელი მედეა გეგეშიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს