ტყიბულის N6 სკოლის I კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ლია ბარბაქაძემ ანბანის სწავლის დაწყება დაუვიწყარ ზეიმად უქცია
25-10-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა ლია ბარბაქაძემმოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს - დედა ენაზე, იაკობ გოგებაშვილზე, მეფე ფარნავაზზე და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მათ იაკობ გოგოებაშვილის პორტრეტი ყვავილებით დაამშვენეს.
ბოლოს, პატარებს ლია მასწავლებელმა გზა დაულოცა და სამახსოვრო ბარათები გადასცა.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
უჩვეულოდ ლამაზი დღე იყო. პირველკლასელებმა ფეხი შეაბიჯეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში. ხელთ მოიმარჯვეს დედა ენის საოცნებო გასაღები - „აი ია“ და გულანთებულებმა შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში, სადაც ეზიარნენ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას! ხელნაკეთი იებით კი მადლიერება გამოხატეს იაკობ გოგებაშვილის მიმართ და ყვავილებით დაამშვენეს მათი საყვარელი მწერლის პორტრეტი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს