თბილისის N103 სკოლის მოსწავლე თეკლა ღარიბაშვილმა სამეჯლისო ცეკვებში ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა
25-10-2022
თბილისის 103 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე თეკლა ღარიბაშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია. 

იგი სამეჯლისო ცეკვების ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრი ბაქოში გაიმართა. მოსწავლე ღირსეულად წასდგა, შესაძლებლობები გამოავლინა და შედეგიც შესაბამისი იყო. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ თეკლას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203