ხაშურის N2 სკოლის პირველკლასელებს პედაგოგი ნანული ბუხრიკიძე ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეუძღვა
25-10-2022

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა ნანული ბუხრიკიძემ პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია. მასწავლებელმა პირველკლასელებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და სახალისო აქტივობები შესთავაზა. მოცეკვავე „ანი“ და „ინი“ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვა ცეროდენა გოგო-ბიჭებს და აზიარა ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას.

„უამრავი წარმატება თქვენ, ჩემო პატარა მეგობრებო! სიყვარულით, თქვენი პირველი მეგზური წიგნიერების სამყაროში!“- ამბობს მოსწავლეთა პირველი მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203