მახათაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა თემატური გამოფენა გამართეს
25-10-2022
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და შემოქმედებითი უნარები ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ნახატები შექმნეს, რომლის თემაც წიგნები იყო. მათ ძალიან მოინდომეს და ნამუშევრებზე გულმოდგინედ იმუშავეს. ნახატებს შემდეგ ცოდნასა და წიგნთან დაკავშირებული გამონათქვამებიც დაურთეს.
ბოლოს სკოლის ბიბლიოთეკაში გამოფენა გამართეს. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობის ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი თეა გოგოლიძე იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს