ღარის საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა
25-10-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის კოლექტივი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას - „ვარდისფერ ოქტომბერს“ შეუერთდა. 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. 

სკოლის კოლექტივი შეუერთდა კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სკრინინგი ძუძუს კიბოს, მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის გამოსაკვლევად, სრულიად უფასოდ ჩატარდა. 

მასწავლებლებმა ხელზე სპეციალური ვარდისფერი ნიშანი დაიხატეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არ არის და შენი სიცოცხლე შენს ხელშია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი თემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის აქტიურად მუშაობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203