გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
25-10-2022

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

პედაგოგმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მასწავლებელები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, მათ მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203